ვენესუელა აშშ-ს პირდაპირი დიალოგის დაწყებას სთავაზობს

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ამერიკულ გაზეთ “ვაშინგტონ პოსტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან პირდაპირი დიალოგის დრო დადგა. მისივე თქმით, პირდაპირი მოლაპარაკება საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებსა და ვენესუელას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყოს.

როგორც მან აღნიშნა, თუ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, ეს ამერიკული ნავთობკომპანიებისთვისაც სასარგებლო იქნება.

”პატივისცემამ და დიალოგმა ურთიერთობა შესაძლოა, მოგვაგებინოს, ხოლო კონფრონტაციამ-წაგვაგებინოს. ეს არის ფორმულა,” -განაცხადა მადურომ და აღნიშნა, რომ ”თუ მთავრობებს შორის ურთიერთპატივისცემაა, მაშინ რაც არ უნდა დიდი იყოს შეერთებული შტატები, არსებობს დიალოგი, არსებობს სიმართლის გაცვლა. ინფორმაცია ნიშნავს, რომ შეგვიძლია ურთიერთობის ახალი ტიპი შევქმნათ”.

ვენესუელის პრეზიდენტი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს.

ვენესუელის მიმართ ამერიკის პოლიტიკის “არარსებობის” შესახებ, მან პასუხისმგებლობა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და “ტრამპის სხვა მრჩევლებს” დააკისრა.

”ვფიქრობ, მაიკ პომპეო ფანტაზიაში ცხოვრობს … ჩემი აზრით, დონალდ ტრამპს ვენესუელის საკითხებში საშინელი მრჩევლები ჰყავს. ჯონ ბოლტონი (აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში- “აიპრესი), მაიკ პომპეო, ელიოტ აბრამსი (ვენესუელის საკითხებში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი-“აიპრესი”). ისინი დონალდ ტრამპს არასწორ შეხედულებებს უყალიბებენ”,- განაცხადა მადურომ.

23 იანვარს ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდამ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მალე შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ლათინოამერიკული ქვეყნების უმეტესობამ, მათ შორის გვატემალამ, ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა ოფიციალურად აღიარეს გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად და მას მხარი დაუჭირეს.

რუსეთმა, მექსიკამ, კუბამ, ბოლივიამ, თურქეთმა და სხვა უამრავმა ქვეყანამ მხარი ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს დაუჭირეს.

მიმდინარე წლის დასაწყისში, ეროვნულმა ასამბლეამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ხუან გუაიდამ გაიმარჯვა. ამავდროულად,  ნიკოლას მადურომ ლუის პარრა პარლამენტის ახალ სპიკერად აღიარა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად