ვენაში მომხდარი თავდასხმების შემდეგ, ავსტრია სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს

ვენის ცენტრში სროლის შემდეგ, ავსტრია, მეზობელ ქვეყნებთან კოორდინაციით, აძლიერებს სასაზღვრო კონტროლს. ამის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლიციის გენერალურმა დირექტორმა ფრანც რუფმა განაცხადა.

ბოლო ინფორმაციის მიხედვით, ვენაში მომხდარი თავდასხმების შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი თავდამსხმელი, ხოლო დაშავებულია 15 მოქალაქე. სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცველები ერთ თავდამსხმელს ეძებენ.

ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. სამართალდამცველები ვენის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად