ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. შესაბამისს ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაშავებულია 15 პირი. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი მოკლულია, ერთის ძებნა კი კვლავ მიმდინარეობს.
ანალიტიკურმა პორტალმა SITE Intelligence Group, რომელიც აკონტროლებს ჯიჰადისტების საქმიანობას ინტერნეტში, განაცხადა, რომ მათ პასუხისმგებლობა აიღეს ვენაში განხორციელებულ თავდასხმაზე.