“ვემიჯნებით ძალადობას”-სადღობელაშვილმა და დოლენჯაშვილმა “ქართული მარში” დატოვეს

"ვაი-პატრიოტები რელიგიის სახელით ძალადობისკენ უბიძგებენ საზოგადოებას", – ამის შესახებ "ქართული მარშის" აწ უკვე ყოფილი წევრი ლადო სადღობელაშვილი Facebook-ში წერს. 

როგორც სადღობელაშვილის განცხადებაშია აღნიშნული მასთან ერთად "ქართული მარში" ირაკლი დოლენჯაშვილმაც დატოვა. 

"საოზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე,მინდა გაუწყოთ,რომ მე ლადო საბრდღობელაშვილმა და ირაკლი დოლენჯაშვილმა პოლიტიკური თუ პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე დავტოვეთ "ქართული მარში"!

– 9სექტემბერი საქართველოს სპორტულ ისტორიაში ერთერთი მნიშვნელოვანი თარიღია… მავანნი მას შეგნებულად ცდილობენ,ჩირქი მოსცხონ და მსოფლიო არენაზე ქვეყანას შეუბღალონ ისტორიული სახელი,ტოლერანტობის და ოდითგანვე თავისუფლებისათვის ლტოლვის ავტორიტეტი მარგინალურად გააცამტვერონ. 
– ჩვენ, მე ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი ვგმომთ და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას … არ ვუერთდებით ე.წ სპეციალურად დაგეგმილ "პროვოკაციას", მოვუწოდებთ ყველას! არ წამოეგონ აღნიშნულ მარაზმს, რაც საქართველოში მიზანმიმართულ არეულობას ისახავს,მითუმეტეს ვაი-პატრიოტები რელიგიის სახელით ძალადობისკენ უბიძგებენ საზოგადოებას.

ps. სინამდვილეში მართმადიდებელობა შემწყნარებლობას და სიყვარულს ქადაგებს… პატივისცემით ლადო სადღობელაშვილი!" – აღნიშნულია ლადო სადღობელაშვილის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად