ველისციხის ინციდენტის დროს დაკავებული სამი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ველიციხის ინციდენტის დროს დაკავებული სამივე ბრალდებული მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიებია პატიმრობოის გირაოთი შეცვლის შესახებ მოსამართლემ დააკმაყოფილა და სამივე მათგანს სამ- სამ ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

გოჩა მაისურაძეს, თენგიზ ჯანიაშვილს და მამუკა უსინაშვილს გამოძიება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებოდა.

მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 26 ივლის 12:00 საათზე ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...