ველისციხეში კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობის” სასწორზე კუსტარულად დამზადებული მოწყობილობა აღმოაჩინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სამართალდამცველებმა ,,კახური ტრადიციული მეურნეობის” ქარხანის სასწორზე კუსტარულად დამზადებული მოწყობილობა აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ მოწყობილობა მევენახეებისგან ყურძენის ჩაბარების დროს წონის ხელოვნურად მოსამატებლად გამოიყენებოდა.

მოწყობილობა სამართალდამცველებმა გუშინ აღმოაჩინეს.ამ მიზეზით, რამდენიმე საათის განმავლობაში კომპანიაში სამუშაო პროცესი პარალიზებული იყო. ქარხანამ ყურძნის მიღება დღეს დილიდან განაახლა.

გავრცელებული ინფორმაცია ,,აიპრესს,, დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ პრობლემის შესახებ სამართალდამცველებს კომპანიის წარმომადგენლებმა აცნობეს, ვინაიდან კუსტარული მოწყობილობის გამო კომპანია ზარალდებოდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 180-ე, თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს, ამ დროისთვის არავინ არ არის დაკავებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად