ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა გვიან ღამით მლხდა. გავრცელებული ინფოაციით, მსუბუქი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე მეტრი გაიარა და შემდეგ გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ, 25 წლამდე ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. სამივე მათგანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის მკვიდრია.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძებო მოქმედებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად