ვეგანები ფერმერების წინააღმდეგ-პოლონეთში ცხოველთა კეთილდღეობისათვის კანონის შესწორებების განხილვა იწყება

პოლონეთში, ნიდერლანდებში, გერმანიასა და საფრანგეთში ფერმერებისთვის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გამკაცრება მილიონობით დოლარის დანაკარგს იწვევს და სოფლის მეურნეობის იმიჯი, რომელიც ადრე თითქმის სრულყოფილი იყო, შეირყა “მწვანე” აქტივისტების მიერ. ისინი არამარტო სასაკლაოებში იჭრებიან, რათა ფოტოების მნახველთ ცხოელებისადმი სიბრალულის გრძნობა გაუღვივონ, არამედ სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს გლობალურ დათბობაშიც ადანაშაულებენ. ამ ყველაფერს მოჰყვა ფერმერების რეაგირება – მასობრივი დემონსტრაციები ტრაქტორების გამოყენებით და მშვიდი, მაგრამ განსაკუთრებით საშინელი პროტესტი – გლეხთა გარემოში თვითმკვლელობის რიცხვის მნიშვნელოვნად ზრდა მოსახლეობის საშუალო მაჩვენებელზე, განსაკუთრებით დასავლეთ საფრანგეთში.

პარიზის, ბერლინისა და ჰააგას შემდეგ, ახლა უკვე პოლონეთის დეპუტატები ემზადებიან ცხოველთა კეთილდღეობის კანონში შესწორებების განხილვისათვის. თუ ცვლილებები ძალაში შევა, პოლონეთი, მსოფლიოში ბუნებრივი ბეწვის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი, მთლიანად მიატოვებს ამ ინდუსტრიას. ასევე აიკრძალება პირუტყვის რელიგიური დატვირთვით ხოცვა, რაც გავლენას მოახდენს ხორცის ბაზარზე, მათ შორის ექსპორტზე ისრაელში. საფრთხე დაემუქრება პოლონური ცირკის არსებობასაც, ვინაიდან ცხოველების წვრთნა არაჰუმანურად აღიქმება და კანონით დაისჯება.

გამოკითხვების თანახმად, პოლონელების 57% -ს არაფერი აქვს ამ კანონის საწინააღმდეგო. ”პოლონური სტანდარტები ცხოველების კეთილდღეობისათვის არ უნდა იყოს უფრო დაბალი, ვიდრე ევროპული,” – აცხადებენ ისინი.

თუმცა, სოფლის მოსახლეობა პროტესტის ნიშნად დედაქალაქში მიდის. დრაკონული შეზღუდვების ხარჯზე, მთავრობა ფერმერებს სთავაზობს მატერიალურ ფინანსურ კომპენსაციას, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია პრობლემის მორალური ასპექტი. გლეხთა თვალსაზრისით, “მწვანე” ცვლილებები აუქმებს იმ მიზეზს, რომელსაც მათ სიცოცხლე მიუძღვნეს.

კონსერვატორები არ იზიარებენ ამ ემოციებს. ”დღეს თქვენ მშვენივრად გამოიყურებით ბუნებრივი ბეწვის ტარების გარეშე”,- უცხადებს ფერმერებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი.

დასავლეთ ევროპაში ფერმერების მოწინააღმდეგეები არიან ვეგანების ან რადიკალურად მწვანეთა აქტივისტების ორგანიზაციები – L214, Boucherie Abolition და Animal Freedom Fighter.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად