Maccabi-ისა და Assuta Ashdod-ის ორგანიზებით ქართველი ექიმებისთვის ვებინარები COVID-19-ით პაციენტების მკურნალობის და მოვლის საკითხებზე ჩატარდა

მიმდინარე წლის 11-13 ოქტომბერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგისა და ისრაელის სამედიცინო სადაზღვევო კომპანია “Maccabi”-ის სამედიცინო დირექტორის ჯოზეფ დანიელის ორგანიზებით, ისრაელის “Assuta Ashdod”-ის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პროფესორების მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ ქართველი ექიმებისთვის COVID-19-ის მკურნალობისა და მოვლის საკითხებზე ვებინარები ჩატარდა,

სადაც გაკეთდა შემდეგი მოხსენებები: COVID-19-ით პაციენტების ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები და ჰოსპიტალში მოძრაობის სქემა (პროფესორი Asaf Peretz); COVID-19-ის პრევენცია და კონტროლი (პროფესორი Tal Brosh); COVID-19-ით პაციენტების მკურნალობა და მოვლა (პროფესორი Barak Nahir); COVID-19 და ორსულობა (პროფესორი Ortal Neeman); COVID-19-ის კლინიკური მართვა ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის განყოფილებაში (პროფესორი Ami Mayo); COVID-19-ის გართულებები (პროფესორი Asaf Peretz)

საქართველოს მხრიდან ვებინარებში მონაწილეობა მიიღეს COVID კლინიკების ხელმძღვანელებმა, ინფექციონისტებმა, თერაპევტებმა, რეანიმატოლოგებმა, გინეკოლოგებმა, პედიატრებმა და სხვ.

ვებინარები ინტერაქტიური ფორმატის იყო. პრეზენტაციების შემდგომ ისრაელმა და ქართველმა ექიმებმა ერთმანეთს გაუზიარეს COVID-19-ით პაციენტების კლინიკური მართვის გამოცდილება.

მხარეები შეთანხმდნენ ისრაელი ექიმების მიერ COVID-19-ის კლინიკური მართვის სხვა აქტუალურ საკითხებზე ვებინარების ციკლის გაგრძელების, ასევე სამეცნიერო და პრაქტიკული თანაშრომლობის განვითარების თაობაზე. აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს ქვეყანაში COVID-19-ით პაციენტების კლინიკური მართვის ოპტიმიზაციას და გამოსავლების გაუმჯობესებას.

კომენტარები
იტვირთება...