ვაზისუბანში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებით, მასშტაბური პროექტი ხორციელდება

ისნის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ვაზისუბნის IIIმ/რ, II კვარტალის, N9 კორპუსში მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის მიხედვით, 708 გრძ.მ წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, 21 ახალი რკინა-ბეტონის ჭის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ 187 ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება.

სამუშაოების მიმდინარეობას ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძე გაეცნო და ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა. გამგებელთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატები – ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი.

ისნის რაიონის გამგეობამ პროექტი 111 093 ლარით დააფინანსა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად