ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ინტენსიურად თოვს

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ინტენსიურად თოვს, თუმცა შეზღუდვები დაწესებული არ არის.

თელავის საგზაო სამმართველო მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ზაფხულის საბურავებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

,,დილის 6 საათიდან დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა. თოვლის საფარი უღელტეხილზე დაახლოებით 12 სანტიმეტრია, რასაც თან ერთვის ყინვა -5 -6 გრადუსი. თოვლის საფარის სიმაღლიდან  გამომდინარე სამუშაოებში ტრაქტორების ჩართვა გახდა საჭირო. ამ ეტაპზე სამი ტრაქტორი მუშაობს გზიდან თოვლის გადახევტაზე, ასევე 4 მანქანა პერიოდულად ყრის ტენქნიკურ მარილს.

შეზღუდვების დაწესების საჭიროების დღის წესრიგში არ დგას, უბრალოდ მძთოლებს ვთხოვთ, ნუ გადაადგილდებიან ზაფხულის საბურავებით.,, – განუცხადა ,,აიპრესს,, თელავის საგზაო სამმართველოს უფროსმა, თამაზ აბდულაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად