ვაჟა სირაძე მედიას: გთხოვთ, „ლაივ“ ჩართვები არ გააკეთოთ და დაუზუსტებელი ინფორმაცი არ გაავრცელოთ 

დაახლოებით 1 საათის წინ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისი”-ზე თავდასხმა მოხდა.

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ მედიასთან განაცხადა, რომ თავდასხმელმა 9  მძევალი აიყვანა.

ასევე სირაძე მიდიას მიმართავს, არ გააკეთოთ შემთხვევის ადგილიდიან “ლაივ” ჩართვები  და რა შეუქმნან მოქალაქეებისა და სამართალდამცველების სიცოცხლეს საფრთხე.

“წერეთლის გამზირზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, ერთ- ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. ადგილზე იმყოფება პოლიციის ჯგუფები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არის 9 მძევალი და 1 შეიარაღებული პირი.

ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით არის დაწყებული. რაც შეეხებას შეიარაღებას. ამ ეტაპისთვის დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ. ასევე, მინდა მოგიწოდოთ მედიას, რომ შევწყვიტოთ პირდაპირი ეთერებით ლაივჩართვა, ვინაიდან ეს  საფრთეს უქმნის როგორც მოქალაქეების, ასევე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების სიცოცხლეს.

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო ღინისძიება, გთხოვთ “ლაივ” ჩართვები არ გააკეთოთ და დაუზუსტებელი ინფორმაცი არ გაავრცელოთ”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ მედიასთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად