ვაჟა სირაძე: თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებულებია

თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებულებია, – ამის შესახებ საქართველოს ბანკში შეჭრასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

“თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებულია. არცერთ მძევალს დაზიანება არ ჰქონია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

რა მოთხოვნები ჰქონდა თავდამსხმელს, ვაჟა სირაძეს არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...