ვაჟა სირაძე: პერიმეტრზე უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ვაჟა სირაძის განცხადებით, ვარკეთილში ე.წ. შერეულ ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან”- ამის შესახებ სირაძემ ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე განუცხადა.

როგორც სირაძემ აღნიშნა, პერიმეტრზე უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.

“ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები. მაქსიმალურად მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები პერიმეტრზე უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. დაშავებულებს რაც შეეხება, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. დამატებით ინფორმაციებს მოგაწვდით“, – განაცხადა სირაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად