ვაჟა სირაძე: გლდანში ერთ-ერთ უბანზე 5 პირი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გლდანში ერთ-ერთ უბანზე მომხდარ ინციდენტებზე მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.

როგორც ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველადი ინფორმაციით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 5 პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, რაც
შეეხება სროლის ფაქტს, არ დასტურდება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მობილიზებულები არიან საარჩევნო უბნებთან. ადგილზე მოხდა ინციდენტი, მხარეებს შორის იყო დაპირისპირება. გავერკვევით სიტუაციაში. ამ ეტაპისთვის შინაგან საქმეთა
სამინისტროს წარმომადგენლებმა, პირველადი ინფორმაციით, 5 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.

რაც შეეხება დაპირისპირების ფაქტებს, კონკრეტულ სიტუაციაში სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

ამ ეტაპზე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სროლის ფაქტს ვერ დაგიდასტურებთ. რაც შეეხება უბანზე იარაღით ყოფნის ფაქტს, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას”, –
განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად