ვაჟა სირაძე: ღონისძიება წარმატებით დასრულდა, ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისი”-ზე თავდამსხმელი დაკავებულია – ყველა მძევალი გათავისუფლებულია. ეს ინფორმაცია “აიპრესს” ჯერ შსს-ში დაუდასტურეს, შემდეგ კი განცხადება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემაც გააკეთა.

“ღონისძიება წარმატებით დასრულდა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების და ასევე სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება მოთხოვნებს, ყველასთვის კარგად ცნობილია და გააჟღერა კიდეც მედიასაშუალებებით.

შეგახსენებთ, წერეთლის გამზირზე ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძარცველი იყო შეჭრილი, რომელსაც ტყვეები ჰყავდა აყვანილი. გავრცელდა მისი რამდენიმე მოთხოვნა, ერთ-ერთ მოთხოვნად დასახელდა აზარტული თამაშების აკრძალვა საქართველოში, ასევე წამლების გაიაფებაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად