ვაჟა სირაძე : ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან

მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები”-ამის შესახებ, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძის ინფორმაციით,
1000 კვ.მ. ფართობია დამწვარი და ამ დროისთვის, ხანძრის კიდევ გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ვაჟა სირაძის თქმით კი, ამ ეტაპზე, დაშავებულები არ არიან:

” ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ჩაქრობითი სამუშაოები. მაქსიმალურად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. პერიმეტრზე უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყო. დაშავებულებს რაც შეეხება, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები. დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით დაზუსტებულს”-ამბობს ვაჟა სირაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად