ვაჟა-ფშაველას II და III კვარტლებში ახალი ლიფტები დამონტაჟდა

ვაკის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება. მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N18 კორპუსთან და III კვარტლის N9 კორპუსთან ძველი, ე.წ. „კარაჩაროვის“ ტიპის ლიფტები განახლდა.

მოდერნიზების სამუშაოების ფარგლებში, სრულად გამოიცვალა ლიფტის სისტემა, ასევე კაბინა, შესასვლელი კარები, ჩარჩოები და დამონტაჟდა თანამედროვე სამგზავრო ტიპის ლიფტი. აღსანიშნავია, რომ ე.წ. „კარაჩაროვის“ ლიფტებს ათეულობით წლების განმავლობაში გადაჰყავდა მგზავრები და საჭიროებდა განახლებას.

ორივე ლიფტის ჯამური ღირებულება დაახლოებით, 80 000 ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად