ვაჟა მარგველაშვილმა რუსი შამილოვი დაამარცხა და ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ოლიმპიადაზე ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და მისი პირველი მეტოქე რუსი შამილოვი იყო.

შეხვედრის დასაწყისი ორივე მოჭიდავის პასიურობით და ორმხრივი გაფრთხილებით დაიწყო. შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე მარგველაშვილმა გდება გააკეთა და გაიმარჯვა.

ქართველი ძიუდოისტი ტოკიოს ოლიმპიადის მეოთხედფინალში იასპარეზებს. ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ისრაელელი შმაილოვი იქნება.

კომენტარები
იტვირთება...