ვაჟა მარგველაშვილმა ჰააგის გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

ჰოლანდიაში, ჰააგის გრან პრის ტურნირის პირველ დღეს, ძიუდოისტები, ერთმანეთს 60-66 კგ წონით კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ.

ჰოლანდიაში, ჰააგის გრან პრის ტურნირის პირველ დღეს, ძიუდოისტები, ერთმანეთს 60-66 კგ წონით კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ.

საქართველოს 60 კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ ჰყავდა, 66 კგ წონაში კი ვაჟა მარგველაშვილმა იჭიდავა.

ვაჟამ თანმიმდევრულად სძლია ფრანგ დანილ ლე გრანჟს (იპონი, 37-ე წამზე), ესპანელ დავიდ გარსია ტურნს (იპონი, 23-ე წამზე), ბოსნია-ჰერცოგოვინელ პატერ ზადროს (იპონი, 2 წუთის და 47 წამის შემდეგ), მოლდოველ დენის ვირუს (იპონი, 49 წამზე) და ფინალში ისრაელელ ბარუხ შმაილოვს შეხვდა.

შეხვედრის დაწყებიდან 1 წუთისა და 39 წამის გასვლის თავზე ვაჟას მიერ შესრულებული გდება, რომელიც საბოლოოდ შეხვედრის ერთადერთი შედეგიანი ილეთი აღმოჩნდა, მსაჯებმა ვაზარით შეაფასეს. ვაჟა მარგველაშვილი ჰააგის გრან პრის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ხვალ ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) გამოვლენ, ზეგ კი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ).

მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად