ვაჟა მარგველაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა (ვიდეო)

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, დასრულდა შეჯიბრება 66 კგ წონით კატეგორიაში

ოქროს მედლისთვის ერთმანეთს შეხვდნენ ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ვაჟა მარგველაშვილი და მე-2 ნომრად განთესილი იტალიელი მანუელ ლომბარდო.

შეხვედრა იტალიელმა მოიგო და მან ევროპის ჩემპიონის წოდება და ოქროს მედალი მოიპოვა. ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ამ წონაში ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ პორტუგალიელი ჟოაო კრისოტომო და ესპანელი ალბერტო გაიტერო მარტინი

60 კგ წონაში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:

1. ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი)
2. ლუკა მხეიძე (საფრანგეთი)
3. იაგო აბულაძე (რუსეთი)
3. კარამატ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...