ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, , ხოლო ეთერ ლიპარტელიანი – ბრინჯაოს მედლისთვის (ვიდეო)

დღეს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ძიუდოში ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მედლებისთვის 45 ქვეყნის 359 სპორტსმენი (210 კაცი და 149 ქალი) იბრძვის. საქართველო ჩემპიონატზე 9 კაცით და 5 ქალით არის წარდგენილი.
 
შეჯიბრების პირველ დღეს ტატამზე გამოსულ 48-52-57 კგ წონითი კატეგორიების ქალებსა და 60-66 კგ წონითი კატეგორიების კაცებს შორის ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, თემურ ნოზაძე და ვაჟა მარგველაშვილი.
 
52 კგ წონაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (N30 რეიტინგში) პორტუგალიელ ჯოანა რამოსსთან (N21) ორი ვაზარით დათმო შეხვედრა, მარიამ ჯანაშვილმა (N141) კი ასევე მასპინძელ ჯოანა დიოგუს (N91) ძლევის შემდეგ შევეიცარიელ ფაბიენ კოჩერთან (N19) ვაზარით წააგო.
 
57 კგ წონით კატეგორიაში მე-7 ნომრად განთესილმა ეთერ ლიპარტელიანმა უკრაინელ მარია სკორას და გერმანელ იანა ციგლერს იპონებით მოუგო, დამარცხდა იპონით მე-2 ნომრად განთესილ 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვეცხლისმედალოსან ფრანგ სარა ლეონი სიზიკისთან, შემდეგ კი რეპეშაჟში მე-3 ნომრად განთესილ ისრაელელ ტიმნა ნელსონ ლევი შებოჭა და ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში პირველ ნომრად განთესილ ნორა გიაკოვასთან იჭიდავებს. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში მე-4 ნომრად განთესილ მასპინძელ ტელმა მონტეირუსთან ოქროს დროში იპონით მარცხი განიცადა.
 
60 კგ წონით კატეგორიაში მე-3 ნომრად განთესილი თემურ ნოზაძე მოულოდნელად დამარცხდა იპონით მსოფლიო რეიტინგში 108-ე ადგილზე მყოფ ისრაელელ მატან კოკოლაევთან.
 
66 კგ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ვაჟა მარგველაშვილმა ესპანელ ადრიან ნეტო ჩინაროს ვაზარს იპონით უპასუხა, ოქროს დროში იპონით მოუგო ბულგარელ დმიტრ მინკოვს, ორი ვაზარი აართვა სერბ სტრაჰინია ბუნჩიჩს და ფინალში მე-2 ნომრად განთესილ მანუელ ლომბარდოსთან იჭიდავებს
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...