ვაჟა მარგველაშვილი დიუსელდორფის გრან სლემის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა (ვიდეო)

დიუსელდორფის გრან სლემზე 60-66კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტთა შეჯიბრება დასრულდა.

66კგ წონითი კატეგორიის ფინალში ვაჟა მარგველაშვილმა ვერ შეძლო იაპონელ ჰიფუმი აბეს დამარცხება და დიუსელდორფის გრან სლემის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფინალურ შეხვედრამდე ბრინჯაოს მედლისთვის ბრზოლაში ბაგრატ ნინიაშვილმა განიცადა მარცხი რუს იაკუბ შამილოვთან შეხვედრაში.

ამრიგად, შეჯიბრების პირველ დღეს ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორი კი  მეხუთე ადგილზე გავიდა.

ხვალ 73-81კგ წონითი კატეგორიებში ტატამზე გამოვლენ ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი და ტატო გრიგალაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად