ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი: ჯერ არ მისაუბრია მამასთან, მადლობა ყველას

50 დღიანი ტყეობიდან გათავისუფლებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი თათა გაფრინფაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვისაც მამის გათავისუფლება გაუხარდა.

თათა “აიპრესთამ” ამბობს, რომ “მამას ჯერ არ დავალაპარაკებივარ. მადლობა ყველას. მაპატიეთ, მაგრამ მეტ კოემნტარს ჯერ-ჯერობით ვერ გავაკეთებ”.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენი საათის წინ გაათავისუფლეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა .

შეგახსენებთ,  ამ ფაქტს, ქვეყნის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა. თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა “თეთრი ხალათების” აქცია. ექიმები, დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებისგან ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, ილია მეორემ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს მიმართა

2019 წლის 20 დეკემბერის   ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად