ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და კოლეგები ხვალ გაეროს ოფისთან აქციას გამართავენ

10 დეკემბერს, 12. 30 სთ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი, კოლეგებთან, მეგობრებთან და სხვა გულშემატკივარ ადამიანებთან ერთად აქციას გამართავს თბილისში გაეროს ოფისთან. (მრგვალ ბაღთან) – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ,  რუსი ოკუპანტებმა5 ნოემბერს  ე.წ. საზღრის უკანონო გადაკეთის ბრალდებით ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს, რომელსაც ცხინვალის სასამართლომ 2თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ ფაქტს, ქვეყნის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა. თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა “თეთრი ხალათების” აქცია. ექიმები, დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებისგან ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე, ილია II ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად