ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: ვიკრიბებით კვირას და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან

ასე ეხმიანება ვაჟა გაფრინაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი, ოკუპირებული ცხიუნვალის ე.წ. სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

 

“რადგან ამდენმა მოლაპარაკებებმა და თბილი ოთახში მოლაპარაკებებმა შედეგი არ მოგვცა, ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება და ყველა ის ადამიანი,  მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა და აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, ვიკრიბებით კვირას, 11:00  საათზე რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა დავანახოთ და გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა.

ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, კვირას 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ და მანქანებით წავიდეთ საოკუპაციო ხაზთან. თეთრი ხალათებით, მშვიდობიანად და დავანახოთ ჩვენი ძალა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო! ჩვენ, ოჯახი არ ვართ მარტო! დაგვანახეთ ჩვენ ეს ჩვენ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებავ.

და კიდევ, მინდა მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე. ის რომ ანბანის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ძალიან საზეიმოა, მაგრამ, საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის არა.

ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ და დაიცვან ადამიანის უფლებები. პირველ რიგში ტყვე ექიმის უფლება. ვნახოთ, ხვალ ვის ეზეიმება და ვის არა”, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილი

დღეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ჩატარდა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში. იყო მოლოდინი, რომ ექიმს გაათავისუფლებდნენ, თუმცა “სასამართლომ” პატიმრობა ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ,  ამ ფაქტს, ქვეყნის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა. თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა “თეთრი ხალათების” აქცია. ექიმები, დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებისგან ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე, ილია II ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად