ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეზე: ერთ-ერთი მთავარი ხალხის მხარდაჭერაა, არ შეიძლება წუთიერი აღტკინება და მერე მივიწყება

ერთ-ერთი მთავარი ხალხის მხარდაჭერაა, არ შეიძლება წუთიერი აღტკინება და მერე მივიწყება, – ამის შესახებ რუსი ოკუპანტების მიერ ფეხში დაჭრილი და დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის საკითხზე “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა, რომელიც თავადაც იმყოფებოდა თვეების განმავლობაში ოკუპანატების ტყვეობაში.

“ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება ჩვენი ხალხის მხარდაჭერა და საზოგადოების აქტიურობა. არ შეიძლება წუთიერი აღტკინებით მოხდეს ყველას ჩართვა ამ საქმეში და ერთი და ორი კვირის მერე მოხდეს მისი მივიწყება. ეს სამწუხაროდ ისეთი პრობლემაა, რაც ყოველდღიურად და ყოველწუთიერად უნდა გვახსოვდეს თითოეულ ჩვენთაგანს. ოკუპაციის პრობლემა და ჩვენი მოქალაქეების პატიმრობაში ყოფნა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა”, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად