ვაჟა გაფრინდაშვილი მხარდამჭერი “თეთრი ხალათების” აქცია ბათუმშიც გაიმართა

“თეთრხალათიანების აქციას” ბათუმელი ექიმები შეუერთდნენ. “თავისუფლება ვაჟა ექიმს”, ამ სლოგანით, მედიკოსებმა ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია, ახალ სკვერში გამართეს. მედიკოსებმა ბათუმის აქციიდან, მავთულხლართების მიღმა დარჩენილ კოლეგებს მიმართეს და მათი სოლიდარობის იმედი გამოთქვეს.

“სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. განსაკუთრებით ეს მესიჯი ეხება ჩვენს კოლეგებს, მავთულხლართების მიღმა. ჩვენ თქვენი სოლიდარობის იმედი გვაქვს, გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს კოლეგას”- განაცხადა აქციის მონაწილე ექიმმა ლევან გვასალიამ.

მოძრაობა „თავისუფლება ვაჟა ექიმს“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად დღეს, 12 საათზე „თეთრი ხალათების“ აქცია 6 ქალაქში ერთდროულად იმართება.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, საოკუპაციო რეჟიმმა, ე. წ. საზღვართან 9 ნოემბერს დააკავა და ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად