ვატო წერეთელი: პირადად ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, შეეშვით ჩემი ოჯახის დევნას 

“ტვ პირველის” მფლობელის ვატო წერეთელის მამას ავთანდილ ლისზე სეირნობისას ორი პირი სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა. ეს განცხადება ვატო წერეთელმა გააკეთა. ავთანდილ წერეთელის გამოკითხვა პოლიციაში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ვატო წერეთელი ამას “ტვ პირველის” საქმიანობას უკავშირებს. მან ამის შესახებ ამავე არხის გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” ისაუბრა:

“წარმოუდგენელია დღეს რასაც “ქართული ოცნება” კადრულობს. მინდა “ქართულ ოცნებას” და პირადად ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ შეეშვით ჩემი ოჯახის დევნას. არაფერი არ გამოგივათ. ეს ტელევიზია იქნება ისეთი, როგორიც იყო გავლილი 6 წლის მანძილზე. ამ 6 წლის მანძილზე ქარიშხალი გადაიტანა “ტვ პირველმა”. მე ვარ გარანტი ამ ტელევიზიის თავისუფლების გარანტი. რაც არ უნდა გააკეთონ, ვინც არ უნდა მომიგზავნონ, ქუჩაში რომ ამაფეთქონ ეს ტელევიზია იქნება ისეთი, როგორიც იყო და არის დღეს.

მინდა ვუთხრა იმ ზონდერს, რომელიც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გვიყურებს, რომ პოლიცია თუ არა მე აუცილებლად გიპოვით”, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად