A1 ბანერი

ვატო წერეთელი: ორივე კომპანიაში ვფლობ წილს და დაკითხვაზე ამ წამამდე არავის დავუბარებივარ

ასე პასუხობს პროკურატურას სოციაულური ქსელით ბიზნესმენი, შპს “სამგორი თრეიდი”-სა და შპს “სამგორი M”-ში წილის მფლობელი ვატო წერეთელი.

“მთელი დღეა, მიზანმინართულად არ დავწერე არაფერი TBC ბანკის ამბავზე)))))))))ველოდებოდი, როგორ განვითარდებოდა პროცესები და განვითარდა ძაან სასაცილოდ, ძაან ანეგდოტურად-პროკურატურა სერიოზული სახით ამბობს გამოძიება მიდისო, დავკითხეთ ყველა ფიგურანტიო.

რა მაინტერესებს იცით? იმ ორი კომპანიიდან, რომელზეც ამბავია ატეხილი, ორივეს წილს ვფლობ მე, თანაც ძალიან სოლიდურს. რას იძიებენ ესენი, ვერ გავიგე, როცა მე ამ წამამდე არავის დავუბარებივარ გამოკითხვაზე😁 აი, ამიტომ მეცინება ამ გამოძიებაზე 😁თუ აქ რაღაც სხვა, მიღმა ამბავი არაა, წესით, მე ხომ უნდა დავებარებინე ვინმეს?😁მგონი, საბუთებში არც ჩაუხედავთ)))))) ამ ჩემი სტატუსის მერე კი, როცა ჩემგანვე აღმოაჩენენ,რომ თურმე გამოსაკითხი ვარ, ალბათ დამიბარებენ..ნუ, მინიმუმ ყავაზე მაინც)))))) სასწაული გამოძიება ჩაუტარებიათ)))) სასწაული)))))”, – წერს ვატო წერეთელი.

შეგახსენებთ,  პროკურორმა სალომე ჩიქობავამ ჟურნალისტებთან განაცხა, რომ გამოძიება “თიბისი ბანკს” 17 მილიონი აშშ დოლარის გათეთრებას ედავება , რომელიც 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა,  ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს.

ცნობისთვის, TBC-მა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში, თიბისი ბანკი არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...