ვატო წერეთელი ივანე მაჭავარიანს: “ბატონო მინისტრო – წამზომი ჩაირთო!”

ასე მიმართავს ტელეკომპანია “პირველის” და,ფუძნებელი ვატო წერეთელი ფინანსთან მინისტრს ივანე მაჭავარიანს.

“ივანე მაჭავარიანი Ivane Matchavariani ინკასო მოხსნილია.
სესხით, არხისთვის მძიმე ტვირთით თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
გადავიხადეთ.
ვიცით თავისუფლების ფასი. ერთი ადგილიც გვაქვს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვალშიც არავისთან ვრჩებით.
ბატონო მინისტრო, როგორც თქვენ ბრძანებთ ერთი ადგილია საჭირო.
მოდით დავიწყოთ ჩელენჯი – TV პირველი იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები.
ველოდები მინისტრის პრინციპულობას, რომ ყველას ჩაარიცხინებს ხალხის კუთვნილ ფულს ბიუჯეტში.
ბატონო მინისტრო – წამზომი ჩაირთო!” – წერს ვატო წერეთელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად