ვატო წერეთელი: გომელაურმა და ღარიბაშვილმა ნადირობის სეზონი გახსნეს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე

გომელაურმა და ღარიბაშვილმა ნადირობის სეზონი გახსნეს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ხელმძღვანელმა ვატო წერეთელმა “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ხელმძღვანელებთან ერთად გამართულ ერთობლოვ ბრიფინგზე განაცხადა.

“არათუ ადამიანის უფლება, ჩვენი ჟურნალისტების სიცოცხლეც კი არ არის დაცული. 2 დღის წინ ჩვენი ჟურნალისტი სასტიკად სცემეს და სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა თავდამსხმელი. დღეს რამდენი ჟურნალისტი და ოპერატორია სასტიკად ნაცემი, უკვე თვლაც კი გვიჭირს. ვფიქრობ, რომ გომელაურმა და დღეს უკვე ღარიბაშვილმა ნადირობის სეზონი გახსნა ჩვენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, რომ ჩვენ თვითონვე დავიცვათ ჩვენი გადამღები ჯგუფები”, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

შეგახსენებთ, დღეს “თბილისი პრაიდის” აქციაა, პარალელურად იმართება კონტრაქციაც. კონტრაქციაზე არაერთ ჟურნალისტს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუმტვრიეს კამერა.

კომენტარები
იტვირთება...