ვატო წერეთელი: ასეთ ხელისუფლებას ეს ქვეყანა ნამდვილად არ იმსახურებს

ქართულ მედიას და საქართველოს ჰყავს ლექსო ლაშქარავა, რომელიც ხელისუფლებამ აწამა და რამდენიმე დღეში ის გარდაცვლილი იპოვა  დედამ თავის საძინებელში, – ამის შესახევ „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა განაცხადა.

“30 პოლიციელი შემოვარდა შტურმით, გადათელეს ქალი, ჩააგდეს მიცვალებული პარკში, ჯერ ლიფტში გაჭედეს, მერე კიბეებზე ათრიეს და სპეცოპერაცია ჩაატარეს მიცვალებულის გატაცების. მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“ და ირაკლი ღარიბაშვილს, არ შეგრჩებათ ეგ. მიკვირს დღეს გომელაური და ღარიბაშვილი რატომ არ აკეთებენ განცხადებას გადადგომაზე.

ასეთ ხელისუფლებას ეს ქვეყანა ნამდვილად არ იმსახურებს. ეს არის დიქტატორი ადამიანი, რომელიც არის დაკავებული, მნიშვნელობა არ აქვს მედიის თანამშრომელი იქნება, ვინც ინება, ადამიანების ჟლეტით. ქვეყანაში სიცოცხლის უფლებაც კი არ არის დაცული. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, დაახლოებით 20 კაცი იყო, ვინც იღებდა მონაწილეობას ცემაში, ვინ არის დაკავებული? რამდენი ადამიანია ამას უკვე ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვი არის გარდაცვლილი და ამაზე მეტი უბედურება და ტრაგედია რა უნდა მოხდეს? ეს ბიჭი იქცა ამ ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოდ“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

 

კომენტარები
იტვირთება...