ვატო წერეთელი: არავისთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, ჩემი ოჯახი იქნება მსხვერპლი და წავა ციხეში

არავისთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, ჩემი ოჯახი იქნება მსხვერპლი და წავა ციხეში, – ამის შესახებ “ტვ პირველის” დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა ჟურნალისტებთან სასამართლო სხდომის დაწყების წინ განუცხადა

“ყველა კრიტიკულ მედიაზე, რასაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, აღძრეს საქმეები. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს ევაჭრონ თავისუფლებაზე. არავისთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში. ტელევიზია შეინარჩუნებს იმ სახეს, რომელიც აქვს დღეს, ხვალ, ზეგ მაზეგ. ეს ყველაფერი ხდება 2020 წლის არჩევნებისთვის. მხოლოდ ხელისუფლებას არ აწყობს კრიტიკული მედია”, – ამბობს ვატო წერეთელი.

კითხვაზე, მოითხოვენ პატიმრობას? – პასუხობს, რომ არ იცის.

“ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩემი ოჯახი იქნება მსხვერპლი და წავა ციხეში”, – აღნიშნავს ვატო წერეთელი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში TBC ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად