ვატო შაქარიშვილი: თანამედროვე ბოლშევიკ სანაიას არ გაუვა სპეკულაციები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულთა პროცესის განხილვა დასრულდა. აღნიშნულ საქმეზე დაკავებული 3 პირი თავისუფალია, თუმცა მათ მიმართ გამოტანილი გამატყუნებელი განაჩენი უსამართლოა.

პატიმრების გათავისუფლებას დაკავებულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი დაესწრო მისი თქმით, სამწუხაროა, რომ სასამართლომ დამნაშავედ სცნო ბიჭები, რომლებიც უკვე 6 თვეა მედია პატიმრები არიან. საბურთალოს დამოუკიდებელი დეპუტატი აქვე აღნიშნავს, რომ “-ვერ შემდგარ რევოლუციონერ და თანამედროვე ბოლშევიკ ვახო სანაიას არ გაუვა სპეკულაციები.” როგორც შაქარიშვილი, აცხადებს, წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ყავდა პოლიტპატიმრები, დღეს კი ისინი მედიაპატიმრებათ იქცნენ.
დამოუკიდებელმა კანდიდატმა ასევე სასამართლოს ეზოში არსებული სიტუაციაც შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ: ერთ მხარეს იდგნენ პრაიდის მხარდამჭერები, ეკლესიის მტრები და რევოლუციონერები, ხოლო მეორე მხარეს კი დანარჩენი საზოგადოება.

კომენტარები
იტვირთება...