ვატო შაქარიშვილი მოსახლეობასთან ადგილობრივი საბჭოების შექმნის იდეის გაცნობას აგრძელებს

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი, ნუცუბიძისა და ყაზბეგის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებზე ისაუბრეს როგორც ადგილობრივ ინფრასტრუქტურულ და სამეურნეო პრობლემებზე, ასევე ზოგად-ეროვნული მნიშვნელობის პოლიტიკურ საკითხებზე.
დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოსახლეობას წარუდგინა საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის იდეა. “მოსახლეობის მოთხოვნაა მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა თვითმმართველობის პროცესებში”, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...