ვატო შაქარაშვილი: ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას LGBT პროპაგანდის აკრძალვის საკითხზე სახალხო პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით

მოსახლეობის უმრავლესობის ნება კანონში უნდა აისახოს, უნდა დასრულდეს უხეში მცდელობები, თავს მოგვახვიონ ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელი იდეოლოგია, – განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

„ეს სამართლებრივი გზა აირჩიეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ერთ-ერთი მაგალითია უნგრული მოდელი, რომლის უპირველესი მიზანია ბავშვთა და მოზარდთა ცნობიერების დაცვა აგრესიული პროპაგანდისგან. ამ მოდელით სამართლებრივად არის დარეგულირებული LGBT თემასთან დაკავშირებული მასალების და ინფორმაციის გავრცელება/ხელმისაწვდომობის საკითხი.
იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გვყავს LGBT პრაიდის მომხრე 14 პოლიტიკური პარტია, რომლებიც გარე ძალებთან ერთად ებრძვიან ამ ქვეყნის მომავალს, აუცილებელია, ხელისუფლებამ დაიცვას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება!
ხელმოწერების შეგროვების პროცესი წარიმართება ჩემს საარჩევნო შტაბებში: შარტავას 35/37 და სოფელი დიღომი, დავით სარაჯიშვილის 50.
კამპანია გაგრძელდება არჩევნების შემდგომაც და მთავრობას ხელმოწერები წარედგინება პლებისციტის დანიშვნის მოთხოვნით“, – განაცხადა შაქარაშვილმა.

რედაქციის მინაწერი: საინფორმაციო სააგენტო “აიპრესი” ემიჯნება ყველანაირი სახის განცხადებას, რომელიც რაიმე სახით ლახავს LGBT თემის ან სხვა რომელიმე უმცირესობის უფლებებს.

კომენტარები
იტვირთება...