ვატიკანში, სააღდგომო მსახურებები მრევლის გარეშე ჩატარდება

ვატიკანში, ყველა სააღდგომო მსახურება, რომელსაც რომის პაპი ფრანცისკე გამართავს, მრევლის გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ ვატიკანის პრესსამსახური იუწყება.

გარდა ამისა, სააღდგომო კვირა, 12 აპრილი, რომის პაპის საერთო აუდიენციები და საკვირაო ქადაგებები ინტერნეტისა და ტელემაუწყებლობების მეშვეობით გადაიცემა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, როგორც წესი, მსახურებები, რომლებიც ოთხი დღის განმავლობაში გრძელდება ხოლმე, დაწყებული დიდი პარასკევიდან, დამთავრებული სააღდგომო კვირით, როგორც წესი, რომსა და ვატიკანში ათი ათასობით ადამიანს იზიზდავს ხოლმე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა, ევროპის ქვეყნებიც დაზარალდნენ. ვირუსის ყველაზე მსხვილი აფეთქება იტალიაში მოხდა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 ათასს გადააჭარბა, ხოლო დაღუპულია 1 441 ადამიანი. ევროპის ქვეყნებში, ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიას ესპანეთი მოსდევს, სადაც ინფიცირების 5 753 შემთხვევის შესახებ არის ცნობილი, ხოლო გარდაცვლილია 136 ადამიანი. ქვეყანაში მოქალაქეებს, აუცილებელი შემთხვევების გარდა უკვე ეკრძალებათ სახლის დატოვება.

13 მარტს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პანდემიის ეპიცენტრმა ევროკავშირში გადაინაცვლა. ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო, აშშ-მა, ევროპის ქვეყნებისთვის დროებით ჩაკეტა საზღვარი, გამონაკლისს მხოლოდ დიდი ბრიტანეთი წარმოადგენს.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, 2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 156 396 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 5 833-მდე გაიზარდა. საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 73 968 პაციენტი განიკურნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად