ვატიკანში დეფოლტის საფრთხის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს

ეკონომიკურ საკითხებში რომის პაპის მრჩეველმა უარყო ინფორმაცია, რომ ვატიკანი დეფოლტის საფრთხის წინაშეა. ინფორმაციას იტალიური გაზეთი La Repubblica ავრცელებს.

ეს განცხადება კარდინალმა ოსკარ მარადიაგამ გააკეთა, რომელიც რომის პაპ ფრანცისკეს ეკონომიკურ რეფორმებს ურჩევს.

”მეჩვენება, რომ რომის პაპის დისკრედიტაციის ოპერაცია მიმდინარეობს “,- დასძინა მან.

ამ განცხადებით მარადიაგა პონტიფიკოსის შესახებ გამოთქმულ ბრალდებას ეხმაურება. კერძოდ, იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუიჯი ნუცი ირწმუნება, რომ ვატიკანი სავალალო ფინანსური მდგომარეობაშია და მან ამის  ამსახველი დოკუმენტები ნახა.

ჟურნალისტი ვატიკანში ფინანსური სკანდალების შესახებ წიგნების სერიის გამოქვეყნებით გახდა ცნობილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად