ვატიკანში ბავშვთა პორნოგრაფია აღმოაჩინეს

Reuters-ის ცნობით ვატიკანში ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი მასალა აღმოაჩინეს.

შემთხვევის შესახებ ვატიკანის გენერალურმა პროკურორმა ჟან პიერო მილანომ გააკეთა განცხადება – „პორნოგრაფიული მასალის შენახვის, სხვადასხვა სერიოზულობის ორი განსხვავებული შემთხვევაა გამოვლენილი.“ ეჭვმიტანილების შესახებ არც პროკურორი და არც ოფიციალური პირები არაფერს ამბობენ.

კულუარული ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში საუბარია ყოფილ არქიეპისკოპოსზე იოზეფ ვესოლოვსკიზე, რომელიც პედოფილიის ბრალდებით უკვე მოკვეთილია ეკლესიიდან.

კათოლიკე მღვდლების პედოფილობაში მხილების სკანდალი 2000 წელს დაიწყო. 2002 წელს ბოსტონში 80-ზე მეტი სასულიერო პირი ამხილეს არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობაში და პორნოგრაფიული მასალის გავრცელებაში. 2009 წელს, იმავე ბრალდებით, ირლანდიაში 46 მღვდელი დასაჯეს.

2000 ზე მეტი მოზარდი გახდა სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. მათი უმეტესობა ბიჭები არიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...