ვატიკანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ვატიკანის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქი-სახელმწიფოს პრესსამსახურის დირექტორი მატეო ბრუნი იუწყება.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ინფიცირება 5 მარტს გამოვლინდა, ვატიკანის ჯანდაცვისა და ჰიგიენის სამმართველო დეზინფექციისთვის შესაბამისს ძალებს გაგზავნის.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 98 385 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 3 383-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – 2 მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, 1 – ფილიპინებზე, 6 – იაპონიაში, 1 – ტაივანში, 7 – საფრანგეთში, 6 – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, 148 – იტალიაში, 40 – სამხრეთ კორეაში, 107 – ირანში, 12 – აშშ-ში, 2 – ავსტრალიაში, 1 – ტაილანდში, 2 – ერაყში, 3 – ესპანეთში, 1 – სან მარინოში, 1 – შვეიცარიაში, 1 – დიდ ბრიტანეთში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 55 423 პაციენტი განიკურნა.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად