ვასილი ციბენკო : “ქართულ უკრაინული ურთიერთობის გაფუჭებას მტერი ვერ ეღირსება”

როგორც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა, კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, ვასილ ციბენკომ მათ გაუმხილა ერთი დეტალი. ციბენკოს თქმით, როდესაც თბილისში მოემგზავრებოდა მას დაურეკეს მოსკოვიდან და უთხრეს რომ შესაძლებელია ქართულ-უკრაინული ურთიერთობები გაფუჭდეს, რაზეც მან განაცხადა, რომ ამას მტერი ვერ ეღირსება.

"ოფიციალური მიწვევა გადავეცი საქართველოს ხელისუფლებას კიევში 20–21 თებრვალს დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად, რომელიც ზეციური ასეულის ხსოვნას ეძღვნება. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და ხალხს, იმისთვის რომ ჩემი ქვეყნისთვის ასეთ რთულ პერიოდში მხარს გვიჭერთ და გვეხმარებით. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მარგველაშვილის მიმართ. მზადდება პრემიერმინისტრის ვიზიტი, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უწყებებთან. კიევში ვიცეპრემიერებიც იმყოფებოდნენ და დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის ვიზიტიც.

ასე რომ, ცუდის მოსურვეებს,  სხვათაშორის დღეს მოსკოვიდანაც დამირეკეს, მინდა ვუთხრა – ვერ ეღირსებით" – ვასილ ციბენკო.

კომენტარები
იტვირთება...