ვასილ მაღლაფერიძე: შემოთავაზება 1 თვის წინ, კონკრეტულად ირაკლი კობახიძისგან, კახა კალაძისგან და მაია ცქიტიშვილისგან მივიღე

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ” დღევანდელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს წევრები აირჩია.

პოლიტსაბჭოს 21 კაციან შემადგენლობაში ერთ-ერთი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ყოფილი გენერალური მდივანი ვასილ მაღლაფერიძეა.

“სიმართლე გითხრათ, როცა მივიღე შემოთავაზება, საინტერესოდ მეჩვენა, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. მე ტელევიზიიდან წავედი ივნისში და შემოთავაზება პარტიიდან, კონკრეტულად ირაკლი კობახიძისგან, კახა კალაძისგან, მაია ცქიტიშვილისგან იყო დაახლოებით ერთ თვის წინ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად