ვასილ მაღლაფერიძე: პარტიებმა კანონის შესაბამისად, დაფინანსება მოითხოვეს – გამოდის, რომ ოფიციალურ შედეგებს ეთანხმებიან და აღიარებენ

“საზოგადოებრივი მაუწყებლის”, ყოფილი გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, რადგან პარტიებმა კანონის შესაბამისად დაფინანსება მოითხვეს, გამოდის, რომ ოფიციალურ შედეგებს ეთანხმებიან და აღიარებენ.

“პარტიებმა კანონის შესაბამისად, დაფინანსება მოითხოვეს;
თუმცა, იმავე კანონის მიხედვით, პარტიები დაფინანსებას ზუსტად მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით იღებენ და გამოდის, რომ ოფიციალურ შედეგებს ეთანხმებიან და აღიარებენ.
ეს ამბავი სხვაგვარად ვერ აიხსნება” -წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ: ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტის მიუხედავად ცესკოს დაფინანსების თხოვნით ვადის ამოწურვამდე ბოლო საათებში მაინც მიმართა, – ამ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს და ასახელებს იმ პარტიებსაც ვინც უკვე მიმართა და ვისაც ჯერ კიდევ არ მიუმართავს.ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკოს დაფინანსების თხოვნით მიმართეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად