ქუთაისში, ვასილ კიკვიძის ძეგლს პლაკატი წარწერით “საქართველოს 20 % ოკუპირებულია” გადააფარეს

ქუთაისში არსებული მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია” წევრებმა ვასილ კიკვიძის ძეგლს პლაკატი წარწერით “საქართველოს 20 % ოკუპირებულია” გადააფარეს.

მოძრაობის წევრების თქმით ვასილ კიკვიძის ადგილი ქუთაისში არ არის. “სამშაბათს ოფიციალური წერილით მივმართავთ მერიას აიღოს ძეგლი, რომელიც წითელ არმიას უკავშირდება”-განაცხადა მოძრაობის წევრმა ნიკა დეისაძემ.

კიკვიძის ძეგლი ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობის ახლოს ე.წ. კიკვიძის სკვერში დგას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...