ვასილ ჰუდაკი: საქართველოში, სხვადასხვა პროექტებში თითქმის 2 მილიარდი ევრო ჩავდეთ

ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვასილ ჰუდაკი, ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის „საქართველო – ევროპული გზა“ ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს.

„ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის ბანკია. ჩვენ ვმოქმედებთ ევროკავშირის სტრატეგიის მიხედვით, ჩვენთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ჩავდეთ 9 მილიარდი ევრო ამ ქვეყნებში ბოლო 10 წელიწადში. საქართველო კი ერთ სულ მოსახლეზე ინვესტიციებით პირველ ადგილზეა. აქ ჩავდეთ თითქმის 2 მილიარდი ევრო სხვადასხვა პროექტებში, მშენებლობაში, ენერგეტიკაში, მუნიციპალურ სექტორში.“, – განაცხადა ვასილ ჰუდაკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად