ვაშლიჯვარში მინიბიბლიოთეკა დამონტაჟდა

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის (დიდი დიღომი) მაჟორიტარი დეპუტატის ავთანდილ ცინცაძის ინიციატივით, ვაშლიჯვარში,  “ნანტის“ სკვერში, მინიბიბლიოთეკა  ე.წ „წიგნის ბუდე“ დამონტაჟდა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, ავთანდილ ცინცაძემ სკვერის ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას სამომავლოდ დაგეგმილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი შინაარსის სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„მოხარული ვარ, რომ პარლამენტის ბიბლიოთეკის პროექტს შევუერთდით და ვაშლიჯვარში სკვერის ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. მადლობა ყველა  იმ ადამიანს, ვინც ამ მართლაც მნიშვნელოვანი საქმის  განხორციელებაში დაგვეხმარა. იმედი მაქვს,  პროექტი სხვა უბნებშიც გაგრძელდება და წიგნი ჩვენი მომავალი თაობის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი გახდება“,- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის განხორციელების  მხარდამჭერი – კომპანია „ედ-დეველოპმენტია“. სკვერის ბიბლიოთეკები საქართველოს მაშტაბით უკვე 8 ქალაქშია დამონტაჟებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად