ვაშლიჯვარში ესტაკადის მშენებლობა 1 კვირაში გაიხსნება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის დღევანდელ სხდომაზე, განცხადა რომ “ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის პროექტში ცვლილების გამო, პროექტის დასრულება ვერ მოხერხდა, რის გამო ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს, როდის დასრულდება მშენებლობა”.

აღნიშნულ პროექტზე მისმა მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ

“ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ძირითადი კონსტრუქციული ნაწილი დასრულებულია. იმის გამო რომ იქ იქნება მაღლი ინტენსივობით მოძრაობა, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ იქ გამოვიყენოთ იგივე ტიპია ასფალტი, როგორიც ბარათაშვილის აღმართზე, ანუ მაღალი ხარისხის ასფალტი-ღორღოვან მასტიკური ასფალტი. სამუშაოები დასრულდება ერთ კვირაში და ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება ისარგებლონ ამ ესტაკადით” – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...