ვაშინგტონში საპროტესტო აქციის 28 მონაწილე დააკავეს

შაბათს ოცდაათამდე მომიტინგე დააპატიმრეს, კალიფორნიში, ბევერლი ჰილზში, უნებართვო მიტინგისა და შეკრების აკრძალვის დარღვევისთვის, ვინაიდან ერთ ადგილზე აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

“ერთი ეჭვმიტანილი აშკარად ცდილობდა შენობისთვის ცეცხლი წაეკიდებინა. ჩვენ ახლა ვამზადებთ ოქმებს დაკავებულებზე. სულ დაკავებულია 28 ადამიანი. ამრიგად, ამ პროცედურას დიდი დრო დასჭირდება”, – განაცხადა პოლიციელმა.

მანამდე ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ასამდე დემონსტრანტმა უნებართვო მსვლელობა მოაწყო ლოს ანჯელესის ქუჩებში შაბათს ღამით. აქციის დასრულებისას მოხდა მონაწილეების დაკავება. პოლიციამ თავდაპირველად არ გაავრცელა ინფორმაცია დაკავებულების რაოდენობის შესახებ.

შეერთებულ შტატებში მასობრივი საპროტესტო აქციები შავკანიანთა უფლებების დარღვევის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, იყო დაკავებები და შეტაკებები პოლიციასთან, რაც მოჰყვა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მინეაპოლისში (მინესოტას შტატი). 25 მაისს, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას, პოლიციამ ძალა გამოიყენა. მალევე აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ერთი დღის შემდეგ, ოპერაციაში მონაწილე ოთხივე სამართალდამცავი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო მომდევნო დღეებში მათ ბრალი წაუყენეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად