ვაშინგტონში, საპროტესტო აქციების ფარგლებში, აშშ-ის სპეცსამსახურის 50-ზე მეტი წევრი დაშავდა

ვაშინგტონში, აშშ-ს სპეცსამსახურის 50-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო გამართული საპროტესტო აქციების ფრგლებში. ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მომიტინგეები მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან უსაფრთხოების ძალებს. აშშ-ს სპეცსამსახურის გარდა, პოლიციას და უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ვაშინგტონის ქუჩებში პროტესტის ჩახშობაში ეხმარებიან ფედერალური მარშლები და ეროვნული გვარდია.

ამ კვირაში ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელიც ასახავს 25 მაისს, მინეაპოლისში, ჯორჯ ფლოიდის დაკავებას, რომელიც ყალბი გადასახადების გამოყენებაში იყო ეჭვმიტანილი. პოლიციელებმა აფროამერიკელს ხელბორკილები გაუკეთეს და გზაზე, ძირს დააგდეს. ერთ-ერთმა მათგანმა მას კისერზე მუხლი დააჭირა და დააიგნორა ის ფაქტი, რომ ფლოიდი ყვიროდა, რომ ვერ სუნთქავდა, მალე კი აფროამერიკელი, ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდარის გამოძიების ფარგლებში, უფლებამოსილება პოლიციის ოთხივე ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი. ამის შემდეგ, მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად